saqarTvelos mwvervalebi - lahili
ლაჰილი (ლაჰლა, ლაილა) - მწვერვალი სვანეთის ქედზე, მდინარე ლაილჭალის (ენგურის მარცხენა შენაკადი) სათავეეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 4009 მ. აგებულია ზედაპალეოზოურ-ტრიასული კვარციტებით, მეტამორფული ფიქლებითა და ქვიშაქვებით. დაფარულია თოვლ-ყინულით. ლაჰილის ჩრდილოეთ კალთაზე ხეობის ტიპის მყინვარებია.